ინტერვიუ საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის აღმასრულებელ დირექტორთან ეტიენ გაშე მოროზთან

როგორ დაარსდა CCIFG (საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა) და რა მდგომარეობა იყო საქართველოში როდესაც ის გაიხსნა?

ვიდრე CCIFG-ზე რაიმეს ვიტყოდე აუცილებელია საფრანგეთის ბიზნეს-კლუბის (FBC) ხსენება, რომელიც 2009 წელს დაარსდა საქართველოში. FBC საქართველოში სამი წელი მოღვაწოებდა იმისათვის, რომ ჩვენი პროფესიული უნარები წევრთა მოთხოვნების შესაბამისად ამაღლებულიყო და გაზრდილიყო ჩვენი აქტივობები. 2011 წელს კი გადავწყვიტეთ ამ ძლიერ საერთაშორისო ქსელში(CCI) გაწევრიანება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფრანგული საზღვარგარეთული ბიზნეს-საზოგადოების განვითარებაში და ასევე რესურსს წარმოადგენს საზღვარგარეთულ ბაზარზე გასვლის მოსურნე კომპანიებისათვის.

ახალმა სტატუსმა მრავალი ცვლილება განაპირობა და ნამდვილად უფრო ეფექტური გაგვახადა კომპანიების დახმარებისათვის. ახლა ჩვენ უკვე უკეთ შეგვიძლია ვუპასუხოთ ჩვენი წევრების თითოეულ მოთხოვნას და დავიცვათ ისინი ყველა კონკრეტული პრობლემისგან.

სიტუაციის გათვალისწინებით ჩვენ ნამდვილად დავინახეთ ეკონომიკური კონტექსტის განვითარების საჭიროება საქართველოში. მეტი და მეტი ფრანგული კომპანიები ცდილობენ საქართველოში ინვესტირებას.

რა არის პალატის უმთავრესი მიზნები და ამოცანები?

საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა არა-კომერციული ორგანიზაციაა, რომლის მთავარი მისია საქართველოსა და საფრანგეთის ბიზნეს-ურთიერთობებსბის გაუმჯობესებაა. საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო 112 საზღვარგარეთ განლაგებული პალატის ნაწილია. ეს ფრანგული ორგანიზაცია ყველაზე დიდი კერძო ქსელია მსოფლიოში, რომელიც 32,000 კომპანიას მოიცავს.
საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატას 5 ძირითადი მისია აქვს საქართველოში:
► საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობების მხარდაჭერა;
► საქართველოში ბიზნესის წამოწყების მოსურნე ფრანგული კომპანიების მხარდაჭერა;
► ფრანგული და ქართული კომპანიების სავაჭრო ურთიერთობების წინსვლისთვის ხელშეწყობა;
► წევრებისათვის დახმარების გაწევა ბიზნეს-ორიენტირებაში, კავშირებსა და შესაძლებლობებში;
► სხვა ორგანიზაციებთან კავშირების გაბმა როგორიცაა ICC, EUGBC, MEDEF, CCE, CC

საინტერესო იქნებოდა კონკრეტული წარმატებების ისტორიის მოსმენა, რომელიც უკეთ შეაჯამებს CCIFG-ის მოღვაწეობას…

ჩვენი საუკეთესო წარმატების ისტორია ჩვენს ძვიფრას წევრს „Entrée Bakery“ის შეეხება. Entrée 2008 წელს დაარსდა ქართულ-ფრანგული დუეტის მიერ. ქართულმა მხარემ ფინანასები გაიღო, ხოლო ფრანგულმა – მენეჯმენტი გასწია ქართველებთან მუდმივი თანამშრომლობით. ჟან მიშელ შარლი (Jean Michel Charles) ჩვენი არსებობის დასაწყისშივე თანამშრომლობდა ჩვენთან. ის ზედამხედველობს მენეჯმენტს. ის საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა მისი ისტორია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ისტორიაა. პირველი რესტორნები 2008 წელს გაიხსნა, ახლა კი, ის 12 რესტორანს ხელმძღვანელობს, აქედან 9 თბილისშია განლაგებული, 3 – ბაქოში. მხოლოდ მას 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული ამავე რეგიონში და გამუდმებით აწარმოებს ახალ პროქტებს (ახალ პარტნიორობას – ახალი რესტორნების გახსნას, სამეწარმეო ადგილებს). CCIFG-ს მართლაც ეამაყება ეს წარმატება.

როგორია ბიზნესის მდგომარეობა საქართველოში, რა ტიპის პრობლემებს ხვდებით და როგორ შევაჩეროთ ისინი?

ვიტყოდით რომ ძალიან კარგია საქართველო ბიზნესისათვის (არ არის კორუფცია, კარგი კლიმატი, სტაბილურობა) და ეს ნამდვილი იშვიათობაა ამ რეგიონში. მაგრამ პრობლემად გვესახება ის, რომ ამ
დადებითი კონტექსტის მიუხედავად საფრანგეთის მოქალაქეებისათვის საქართველო მაინც უცხო გარემოდ რჩება. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი ქართული შესაძლებლობების პოპულარიზაციისათვის.
სამწუხაროა, მაგრამ ფრანგ ბიზნესმენებს სტერეოტიპული წარმოდგენები აქვთ. ჩვენ კი ამ წარმოდგენების დამსხვრევა გვავალია, ესაა ჩვენი ყოველდღიური ამოცანა.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზედაც უნდა ვიმუშაოთ, ესაა სამუშაო რესურსები. საქართველოში სპეციალისტების ნაკლებობაა. საჭიროა უნარების დახვეწა, რომ ხალხისათვის ეს ყველაფერი მიმზიდველი
გახდეს.

მოგვიყევით თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაციის „Salve”-ს შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ მისი საქართველოში დაარსება?

ჩვენ ყოოველთვის გვჯეროდა, რომ ბიზნესი დაკავშირებულია ხალხის კეთილდღეობასთან. გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ხალხს გავაცნოთ მათი საზოგადო პრობლემები. 2015 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ჩვენმა პრეზიდენტმა ბატონმა ანტუან ბარდონმა (Antoine Bardon) გადაწყვიტეს დაეფუძნებინათ ასოციაცია Salve უსახლკარო ბავშვების დაცვისა და დახმარებისათვის. CCIFG-მ
უზრუნველყო უკვე ორი გალა-კონცერტი მცირე თანხის მოსაგროვებლად. სულ ერთი კვირის წინ ჩვენმა წევრმა „Entrée“-მ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ სალვეს გადასცეს გაუყიდავი საკვები. ჩვენ გვჯერა
Salve-ს წარმატებისა. ეს დიდი თავგადასავალის დასაწყისია.

და ბოლოს, გვითხარით, რა არის CCIFG-ის სამომავლო გეგმები…

უმთავრესი მიზანი ჩვენთვის უფრო მეტი აქტივობებია (კვლევები მარკეტინგში; B2B შეხვედრები, ღონისძიებები სემინარები) გვინდა რომ ჩვენი მუდმივი წევრების რიცხვი 100-მდე გაიზარდოს. ასევე, მნიშვნელოვანია მეტი და მეტი ფრანგული კომპანიების მოზიდვა საქართველოში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here