დღეს სტარტი აიღო თბილისის გრან პრიმ, სადაც უკვე ქართველმა ძიუდოისტებმა სასურველ წარმატებას მიაღწიეს. საქართველოს სახელით დღეს 13-მა ძიუდოისტმა იასპარეზა.

პირველი ფინალი საინტერესო გამოდგა იმ ხრივ, რომ ფინალში გასული ოროვე მოჭიდავე საქართველოს ღირსების დასაცავად ავიდა ტატამზე.

პაპინაშვილიმა  და  ჩხვიმიანმა 60კგ წონით გატეგორიაში ნახევარფინალში რუსი და უზბეკი მოჭიდავეები დაამარცხეს და გულშემატკივარს გართული ფინალი აჩუქეს, სადაც გამარჯვება ლუხუმ ჩხვიმიანს ხვდა წილად, ხოლო პაპინაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანს ოქროს მედლით გვერდს 66 კგ წონით კატეგორიის გამარჯვებული ლაშა გიუნაშვილი დაუმშვენებს.

ლაშამ დღეს მეორეჯერ ააჟღერა საქართველოს ეროვნული ჰიმნი, გიუნაშვილი ვაზარით მარცხდებოდა თუმცა მონღოლმა მოჭიდავემ 3 გაფრთხილება მიიღო და გამარჯვება შესაბამისად გიუნაშვილს ხვდა წილად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here