უკვე მეორე თვეა, რაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მგზავრობენ, ამას წინ უძღოდა აქტიური მედია კამპანია, რომელიც საქართველოში დღესაც მიმდინარეობს. მედია კამპანია მიზნად ისახავს უვიზო რეჟიმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, რადგან ვიზა ლიბერალიზაციით ბოროტად სარგებლობის შემთხვევაში ევროკავშირს შეუძლია საქართველოსთან კვლავ განაახლოს სავიზო რეჟიმი.

ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში მედიის როლზე ჩვენ ვესაუბრეთ ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარს და მიგრაციის სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელს რობ მაკნეილს, რომელიც მუშაობდა საქართველოს საჯარო უწყებებთან მიგრაციის საკითხებზე და დახმარებას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდებს რომ შეემუშავებინათ განსხვავებული მიდგომები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მან ასევე შეიმუშავა მოკლე გზამკვლევი ჟურნალისტებისთვის მიგრაციის შესახებ.

თქვენ იკვლევთ, მედიის გავლენას მიგრაციის პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე (და პირიქით); და როგორ აისახება ინფორმაციული ვაკუუმი ასეთი საკითხების განხილვისას, შეგიძლიათ განგვიმარტოთ მედიის როლი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში, კონკრეტულად კი უვიზო რეჟიმის შემთხვევაში?

ევროკავშირს აფიქრებდა, თუ რამდენად იყო საქართველოს მიგრაციის მართვის პროცესი ეფექტური, მათთვის მთავარი იყო, რომ ქვეყანაში, რომელთანაც გაფორმებულია ასოცირების შესახებ შეთანხმება და შემდეგ უვიზო მიმოსვლის სქემა, უნდა ჰქონოდა იმ სახის კონტროლი საზღვრებზე, როგორიც მათ სურთ, ამას გარდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის იგივე რაც თავისუფალი მიმოსვლა და შრომითი ექსპორტი.

ამრიგად, უვიზო რეჟიმის მისაღწევად, მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობას გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები მედიასთან, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში მცხოვრებმა ხალხმა რეალურად გაიგოს კონტექსტი იმის შესახებ, თუ რეალურად რას ნიშნავს სავიზო რეჟიმის გაუქმება. მნიშვნელოვანია გავიხსენოთ მედიის დანიშნულება და მათი გამოყენება. ხელისუფლების მიერ მედიის გამოყენება ხშირად სიმბოლურია. საჭიროა კომუნიკაციებით „თამაში“, რომ აშკარად შეიცვალოს ადამიანების დამოკიდებულება. ეს რთული პროცესია, მაგრამ მედია რჩება იმ ვექტორზე, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სცადოთ მაინც ამის გაკეთება.

მიგრაციის პერსპექტივადან, რა საფრთხეს ხედავთ საქართველოევროკავშირში გაწევრიანდების შემთხვევაში?

დიდი გამოწვევაა ის, რომ თქვენ შეიძლება შეგექმნათ ძირითადი დემოგრაფიული პრობლემები. სამუშაო უფლების მიღების შემთხვევაში საქართველოდან მოხდება მოსახლეობის გადინება იმ ქვეყნებში, სადაც ბევრად უფრო მეტი ფულის გაკეთებაა შესაძლებელი, ეს იქნება პრობლემა. ასე რომ, თუ არ არსებობს ისეთი ზომები, რომელიც საქართველოში დარჩენას მიმზიდველს გახდის გარდა იმისა, რომ საქართველო ლამაზი ადგილია გემრიელი საკვებით. უნდა არსებობდეს ეკონომიკური რეალიზაცია, თუ არ არსებობს, ეს უკვე არის აშკარა სახის გამოწვევა.

მაგრამ მეორე გამოწვევა ისაა, რომ საქართველო მართლაც ლამაზი ადგილია და თუ ის შეუერთდება ევროკავშირს, შეიძლება ის გახდეს მიმზიდველი ადგილი საპენსიო ასაკის გასატარებლად ცხოვრების დაბალი ხარჯიანობიდან გამომდინარე, როგორც მაგალითად ესპანეთია. ვთქვათ, ბევრმა გერმანელმა გადაწყვიტა, რომ მათ სურთ პენსიაზე გასვლის შემდეგ იცხოვრონ საქართველოში, ეს იქნება ეკონომიკური სარგებლის მომტანი, მაგრამ ასევე ექნება პოტენციური გავლენა საზოგადოებაზე და მივიღებთ კულტურულ გამოწვევებს.

უნდა გავიაზროთ, რომ საქართველო საკმაოდ კონსერვატიული ქვეყანაა, როგორც კულტურული ისე რელიგიური თვალსაზრისით და მულტიკულტურულ და ლიბერალურ ევროპასთან ინტეგრაცია შესაძლოა მისთვის პრობლემური იყოს. დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომლის შედეგადაც მოხდა ბრექსიტი, გვიჩვენებს, რომ გადაადგილების თავისუფლებას უამრავი სარგებელი მოჰყვება, მაგრამ მას ასევე შეუძლია გავლენა იქონიოს პოლიტიკურ დებატებზე და საზოგადოებაში მიგრანტების აღქმაზე. ამიტომ ამ პროცესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსთვის იქნება ძალიან პოზიტიური ისევე როგორც ბევრი ქვეყნისთვის მიგრაციის სოციალური და კულტურული ასპექტების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია დემოგრაფიული და ეკონომიკური მხარე. ესაა ის ფაქტორები, რომელზეც საქართველომ უნდა იფიქროს უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან ურთიერთობისას, თავისუფალი შრომითი მობილობის შესაძლებლობების შემთხვევაში.

ჩვენს საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ უვიზო რეჟიმთან ერთად არაფერი შეიცვლება, რადგან იგივე ხალხი განაგრძობს მოგზაურობას, რომელიც აქამდეც ახერხებდა, რადგან სხვები არ ფლობენ ფინანსებს ან არ იციან ენა და შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული შიში, როგორ ფიქრობთ რა არის უვიზო მიმოსვლის სარგებელი?

თქვენ მეკითხებით, შეიცვლება თუ არა ეკონომიკური ელიტა ან მოხდება თუ არა მისი გაფართოება. უვიზო მიმოსვლა არ არის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს დაბალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებს იმუშაონ ევროკავშირის ქვეყნებში შესაბამისი ნებართვის გარეშე, შესაბამისად, არ შეიცვლება ის ელიტა, რომლებიც ამჟამად ევროპაში მოგზაურობენ ბიზნესისთვის ან სამოგზაუროდ და იკავებენ კონკრეტულ ადგილს ქართულ საზოგადოებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შესაძლებლობები სხვა ადამიანებისთვისაც, რომლებზეც მათი ეკონომიკური მდგომარეობის გამო სხვა შემთხვევაში ეჭვს მიიტანდნენ რომ უკანონოდ მიემგზავრება, რომ იქ დარჩეს და იმუშაოს.

აქედან გამომდინარე  სავიზო რეჟიმის გაუქმება არის დიდი მონაპოვარი, ეს არის თავისუფლება, თუმცა თავისუფლებით სარგებლობა ყველასთვის განხორციელებადი არ არის.

საქართველოში ევროკავშირის შესახებ მასობრივი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს, მაშინ როცა ევროპაში ბევრმა სულ არ იცის სად მდებარეობს საქართველო, სხვა დეტალებზე, რომ არაფერი ვთქვათ, როგორ ფიქრობთ რისი ბრალია ეს, და რა  უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება?

საქართველოში ევროკავშირის შესახებ კამპანიის არსებობა პოლიტიკურ ნებას უკავშირდება, რადგან საქართველოს მთავრობას სურს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება და გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა წევრიც გახდეს. ვგულისხმობ საქართველოს გეოპოლიტიკურ საკითხებს, რომლის მიხედვით საქართველო ქვეყნების ერთ-ერთ ჯგუფთან უფროა დაკავშირებული ვიდრე მეორესთან, ვგულისხმობ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. მას აქვს ისტორიული კავშირები რუსეთთან, მაგრამ ასევე გააჩნია ევროინტეგრაციის სურვილი, რაც გასაგებია.

რაც შეეხება იმას თუ რატომ არის მწირი ცოდნა საქართველოს შესახებ წევრ ქვეყნებში, ეს ნაწილობრივ აიხსნება გეოგრაფიული და კულტურული პოზიციონირებით. ისტორიულად ეს რთული საკითხია, რადგან საქართველო ისეთი ქვეყნების გავლენას განიცდიდა, როგორიცაა რუსეთი, თურქეთი და ა.შ. აქ იკვეთება ევროპული სენსიტიურობა, რომელიც მდებარეობს კულტურული გზაჯვარედინზე, რომელიც საკმაოდ მაღალია ევროპულ ქვეყნებს შორის. ამას გარდა ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ ხართ ხალხი საბჭოთა წარსულით ამიტომ ისინი არ ფიქრობენ, რომ ის იმ ქვეყნების ჯგუფების ნაწილია, როგორიც მათ იციან, აქვე გასათვალისწინებელია ის ასიმეტრიაც, რომელიც ევროკავშირში არსებობს, სადაც კვლავ განსხვავდება ქვეყნები და ქვეყნების ჯგუფები. მაგალითად ესპანეთი და პორტუგალია, რომლებიც არ იყვნენ მდიდარი ქვეყნები, როდესაც შევიდნენ ევროკავშირში მაგრამ ისინი არ არიან აღმოსავლეთ ბლოკში. აქ არის ისტორიული კონტექსტი, გეოგრაფიული კონტექსტი და კულტურული კონტექსტი და ასევე არის ის ფაქტი, რომ საქართველო პატარაა, რომლის მოსახლეობაც არის 3,5 მილიონი, რაც სამჯერ ნაკლებია ბრიტანეთის დედაქალაქის მოსახლეობაზე. შესაბამისად ეს არ არის დიდი ქვეყანა დიდი მობილობით და უვიზო მიმოსვლა სწორედ ამ სცენარს ქმნის, რომ მეტი ქართველი იმოგზაურებს ევროპაში. ეს კი ხელს შეუწყობს კულტურულ ინტეგრაციას და ხალხის ცნობიერების ამაღლებას, რაშიც მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

თქვენ რამდენიმე წელი მუშაობდით ჟურნალისტად, რა ხდის მედიას თავისუფალს?

მედიის თავისუფლება ნიშნავს, მოისმინო ის იდეები, რომლის მოსმენაც არ გსურს, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რადგან თუ ღიაობა არ არის საზოგადოებაში, მე ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იყოს ის მედიაში. ჩრდილოეთ ევროპაში განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში თქვენ ხედავთ, რომ მედია უფრო თავისუფალია, ვიდრე სამხრეთ ევროპაში და, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, როდესაც უნგრეთსა და პოლონეთში მიდიხარ, ხვდები რომ მედიის საკითხი იქ ბევრად უფრო დიდი პრობლემაა. თვალი გადავავლოთ თურქეთს და მივხვდებით რა ხდება მაშინ, როდესაც ხალხი არ აირჩევს იდეების გახსხნილობას, მათ არ სურთ, რომ გაიგონ განსხვავებული აზრი, თქვენ ნახავთ სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებებს, რომლებიც არსებობს თავისუფლების სხვადასხვა ხარისხით. ხელისუფლებისთვის მედიისთვის კონკრეტული გზით ურთიერთობა პრობლემურია.

რა არის მედიის როლი განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიზაციის პროცესს განიცდიან?

ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია მედია, რომელსაც შეუძლია მთავრობის კრიტიკა, მაგრამ კონსტრუქციულად. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მთავრობა არ აყენებს იმას, რაც მას სურს. თუ ქვეყანას შეუძლია შეინარჩუნოს თავისუფალი პრესა და იდეების ბაზარი, რომელიც არ არის დაცული ხელისუფლებისა და მდიდარი ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ ფუნქციონირებადი დემოკრატია. მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ საქართველოზე განწყობილი. მე ვფიქრობ, რომ ხალხს აქვს მზაობა ღიაობისა და თავისუფლებისადმი. ეს კარგად ჩანს თქვენი ისტორიიდანაც, თუ როგორ იბრძოდით საბჭოთა კონტროლის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი თქვენი წარსულიდან კარგად ჩანს, ეს ძალიან რთული კონცეფციაა, მაგრამ იბრძოლეთ იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს თავისუფალი მედიის შენარჩუნება.

ზოგადად რთული დროა მედიისთვის. გულთან ახლოს მიიტანეთ თავისუფალი პრესის საკითხი, რადგან ეს  საშუალებას აძლევს დემოკრატიას გააგრძელოს ფუნქციონირება და წაშალოს ნაკლებად თავისუფალი საზოგადოებები. გასათვალისწინებელია, რომ ხალხი თავად აკეთებს არჩევანს მედიის შესახებ, რომელსაც ისინი მოიხმარენ და თუ ფიქრობთ, რომ თქვენით ერთგვარი მანიპულირება ხორციელდება, მაშინ თქვენ აკეთებთ სამომხმარებლო არჩევანს, რომ არ ისარგებლოთ იმ მედია საშუალებით. გაითვალისწინეთ, რომ მედია ეყრდნობა ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ მასში, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი და განუდგეთ იმ მედიას რომელიც არ არის თავისუფალი, ეს ნამდვილად გამოიწვევს ცვლილებებს. მაგრამ თუ ხალხი ამ არჩევანს არ აკეთებს და მათ არ აწუხებთ, რომ ხდებიან მანიპულირების მსხვერპლი, სწორედ ამ დროს იწყება პრობლემები, რაც თავისთავად ზღუდავს მედიის თავისუფლების ხარისხს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here