საქართველოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სატრენინგო პროგრამა იწყება, რაც მათ „დისტანციური დასაქმების“ საშუალებას მისცემს.

ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება ზუგდიდის ტექნოპარკში, ასევე ბაღდათის, ხარაგაულისა და სოფ. ჭოპორტის ბიბლიოთეკების ინოვაციების ცენტრებში.

ბენეფიციარების გადამზადება მოხდება, როგორც ონლაინ სწავლების მეთოდოლოგიებით, ისე ცენტრების ბაზაზე ჩატარებული სემინარების საფუძველზე.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მხარდაჭერით ხორციელდება. უნივერსიტეტი გლობალური დასაქმების ერთ-ერთი უმსხვილესი პლატფორმის “freelancer.com”-ის პარტნიორია, რომლითაც ბენეფიციარებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში არსებულ 15 მილიონზე მეტ სამუშაო პოზიციასთან.

„თქვენ გეხსნებათ საზღვრები, თქვენი ცოდნით შედიხართ გლობალურ კონკურენციაში. ეს არის ის, რაც მოგვიტანა ციფრულმა განვითარებამ და ამ ნაწილში ჩამორჩენის უფლება არავის გვაქვს” –  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით ელემენტარული ცოდნისა და ინფრასტრუქტურის მიწოდებით ქართველ ახალგაზრდებს გლობალური შრომის ბაზარზე ცხოვრების საშუალება ეძლევათ.

2017 წლის მეორე ნახევრიდან 2020 წლამდე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ შეიქმნება რეგიონალური ინოვაციების 8 ჰაბი და ინოვაციების 50 ცენტრი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here