14 ივნისს სლოვენიის დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში (ნავიე) შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ბარელიეფი გაიხსნა, სადაც „ვეფხისტყაოსნიდან“ რამდენიმე აფორიზმია დატანილი. აღნიშნული ინიციატივა „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ პროექტის ფარგლებში გახორციელდა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს „მსოფლიოს მზარდი წიგნების“ ასოციაციის პრეზიდენტმა, სლოვენიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ქ. ლიუბლიანის მერმა, სლოვენიის პენ-ცენტრის თავმჯდომარემ და სლოვენიაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბექაიამ.

ცერემონიის დასასრულს, საქართველოს ელჩმა სლოვენიაში, თბილისსა და ლიუბლიანას შორის მეგობრობის ნიშნად, ქალაქ ლიუბლიანას მერს საჩუქრად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა.

საელჩო ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here