15 ივნისს მთავრობის სხდომაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სტატუსით,  ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა.

კომპლექსზე სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ყველა ხარჯს ფონდი „ქართუს“ დაფარავს.

სამინისტროს ცნობით, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება და ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფს, რაც საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის სჭირდება.

კავკასიის რეგიონში უდიდესი, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით იქნება აღჭურვილი. უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2019 წელს არის დაგეგმილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here