Businessman Touching a Graph Indicating Growth

European Chamber-ის კვლევის – „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“  – მიხედვით, 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი ოთხი პოზიციით გაუმჯობესდა და მე-20 ადგილს იკავებს.

აღნიშნული შეფასებით, საქართველო ლიდერობს მეზობლებს ქვეყნებს შორის და  მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის შემდეგ ქვეყნებს: ბელარუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდავეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

საქართველო ასევე უსწრებს ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი და სხვა.

European Chamber კვლევის ფარგლებში ბიზნესის წარმოება 46 ევროპულ ქვეყნაში შეფასდა. აღნიშნული კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში
მე-16 ადგილს იკავებს, Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში კი – 44-ე ადგილს.

European Chamber – ქვეყნებს ბიზნეს გარემოს მიხედვით აფასებს, მისი მიზანია ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას, მეტად წარმოაჩინოს კომპანიები საერთაშორისო ასპარეზზე, გაზარდოს მათი რეპუტაცია და შექმნას ახალი შესაძლებლობები ბიზნესისათვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here