ჩინეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო

ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 4 ქალაქში გაიმართა.

ჩინეთის სამხრეთში ღვინის პროფესიონალებსა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს 40-მდე დასახელების ქართული პრემიალური ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ჩინეთის აღნიშნულ ნაწილში ქართული ღვინის ასეთი მასშტაბური წარდგენა პირველად მოეწყო.

წარმოდგენილმა ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

2017 წლის მონაცემებით საქართველოდან  ექსპორტირებულია 3 840 000 ბოთლი, რაც 104%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here