დღეს მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას გადაცემა „არჩევანში“ დასავლელ პარტნიორებზე ისაუბრა.

სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენა და მაყურებელს დღემდე უცნობი დეტალები გააცნო.

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის ტანკები საქართველოსკენ მოდიოდნენ, ამერიკის იმჟამინდელ პრეზიდენტს ბუშსს დაურეკა და უყვირა.

„არჩევანში“ შეკრებილ ადამიანებს კი მიზეზები განუმარტა და დასძინა, რომ საქართველო იყო სასიკვდილო საფრთხის ქვეშ, საჭირო იყო ხმამაღალი ტონით საუბარი, შეტევა და შეხსენება, რათა დასავლელ პარტნიორებს გაჭირვების ჟამს ჩვენთვის მოეხედათ.

„არჩევანის“ პირდაპირ ეთერში დასავლელ პარტნიორებზე საუბრისას სააკაშვილმა სარკოზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი საქართველოს კაპიტულაციაზე ხელის მოწერას სთხოვდა, თუმცა პასუხად კატეგორიული უარი მიიღო.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here