თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების გამო დაიჭირეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად   ოთარ აბესაძე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძე ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარი გამოართვა , აბესაძემ მოქალაქეს  თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაპირდა. რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით აბესაძე მარტო არ მოქმედებდა, რადგან ეს მის კომპეტენციას ცდება. პარტიაში აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ამ საქმეში მერიის სხვა თანამშრომლებიც ფიგურირებენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლი ბრალდებულის ადვოკატის ირმა ჭკადუას ვიდეოკომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ბრალდებულმა აბესაძემ დანაშაული აღიარა.

ბრალდებულის ადვოკატები აბესაძეს 1 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ, შეხვედრის ბოლოს მედიასთან ირმა ჭკადუამ მოკლე კომენტარი გააკეთა, ადვოკატის თქმით დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, მასთან დიდხანს არ უსაუბრიათ.

შეგახსენებთ, რომ  28 წლის ოთარ აბესაძე საზოგადოებამ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გაიცნო. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იყო.

2017 წლის მარტიდან საკრებულოში თბილისის მერიის წარმომადგენლად მუშაობს. აბესაძე არის ეკონომიკის დოქტორი და პარალელურად კითხულობდა ლექციებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here