“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ე.წ “ანაკლია სითის” მოწყობის მიზნით რამდენიმე უსმხვილეს ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ანაკლია სითი” თავისუფალი ეკონომიკური ზონა იქნება, რომელიც ანაკლიის პორტის მიმდებარედ მოეწყობა. ჩინური კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ანაკლიაში თავისუფალი ზონით, ამ ეტაპზე არ საჯაროვდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2,5 მლრდ-იანი პროექტია და მისი ერთ-ერთი ინვესტორი ორი დღის წინ უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine გახდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here