26 წლის განის მოქალაქე კალიფ ალჰასანი კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. შემტევი ფეხბურთელი ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის კლუბ „ნიუ იორკ კოსმოსიდან“ გადმოვიდა.

პროფესიული საფეხბურთო კარიერა კალიფ ალჰასანმა მშობლიურ „ლიბერთი პროფესიონალში“ დაიწყო 2007 წელს. 2010 წლიდან მან არაერთი სეზონი გაატარა ამერიკის საფეხბურთო უმაღლეს ლიგაში (MLS) სადაც კლუბების: „პორტლანდ ტიმბერზის“, „მინესოტა იუნაიტედის“ და „ტამპა ბეი რაუდის“ ღირსებას იცავდა. „ნიუ იორკ კოსმოსში“ ალჰასანი 2017 წლის დასაწყისში გადავიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here