ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის „საშიში დედა” დაჯილდოვდა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა საკონკურსო სექციაში და მსოფლიო პრესაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოსა და ესტონეთის კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here