ჩრდილოეთ კორეის მუქარას ტრამპმა Twitter-ზე უპასუხა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით „ამერიკელი სამხედროების იარაღი “გადატენილია იმისათვის, რომ ჩრდილოეთ კორეას შეეწინააღმდეგოს.
სამხედრო გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. იმედია ჩრდილოეთ კორეა არასწორად არ იმოქმედებს. იმედია, კიმ ჩენ ინი სხვა გზას იპოვის”
დაპირისპირების ფონზე კუნძულ გუამის ხელისუფლება ბირთვული თავდასხმის წინააღმდეგ მოსახლეობას ამზადებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა კუნძულ გუამზე, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ავიაიერიშს გეგმავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here