საოკუპაციო რეჟიმმა გეგმა სისრულეში მოიყვანა. რუსმა სამხედროებმა ხელოვნური ბარიერები ამჯერად ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში აღმართეს.

ადგილზე ხის ბოძების დამონტაჟების შემდეგ სოფელში მავთულხლართები გაავლეს. შედეგად დაახლოებით ორი ჰექტარი ფართობი საოკუპაციო ხაზს იქით მოექცა.

ოფიციალური თბილისი მოსკოვს აგრესიული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here