ამერიკული კომპანია ანაკლიის პორტის ინვესტორი გახდა

ამერიკული კომპანია SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. შესაბამისი ხელშეკრულება მთავრობის ადმინისტრაციაში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად  შესაძლებელია გაიხსნას საქართველოს საზღვაო კარიბჭე.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი SSA Marine ხუთ კონტინენტზე, 250-ზე მეტი სტრატეგიული ტერმინალის ოპერატორია და წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ემსახურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here