ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები ინდოეთიდან საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება.
საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროები უზრუნველყოფენ საქართველოს რეგიონებში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ტრანსპორტირებას, გამოფენების მოწყობას და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას, სადაც განხილული იქნება ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხები. ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში დროებით ჩამობრძანების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here