პოლონეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ახალი კომისია, რომელიც ტუ-154-ის ჩამოვარდნის საქმეს იძიებს, აცხადებს, რომ თვითმფრინავის ფრთის დაზიანებები აფეთქების კვალზე მიუთითებს. პოლონელი ექსპერტების თქმით, მარცხენა ფრთის დაზიანება ხესთან შეჯახებით არ არის გამოწვეული, არამედ კონსტრუქციას სავარაუდოდ, აფეთქების კვალი აღენიშნება.
2011 წელს საავიაციო შემთხვევების გამომძიებელმა ნაციონალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ეკიპაჟის შეცდომა გახდა, თუმცა 2015 წელს პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სმოლენსკის ტრაგედიის ხელახალი გამოძიება დაიწყო.

პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკის აეროპორტთან განიცადა კატასტროფა. ბორტზე მყოფი 96 ადამიანი პრეზიდენტთან ერთად დაიღუპა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here