აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8 % დან 4,2 %-მდე გაზარდა. 2018 წელს ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება.

აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეგიონის ისეთ ქვეყნებს, უსწრებს როგორიცაა: სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა. შ.

„საქართველო რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გაუმკლავდა საგარეო შოკს, რომელიც წინა წლებში იყო და ეს არის სწორი პოლიტიკის და მცურავი გაცვლითი კურსის დამსახურება.“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში 1.3%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში კი პირიქით, 3.8%-იანი ზრდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here