ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 100,1 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა: რუმინეთიდან, ბულგარეთიდან , რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან.

აღსანიშნავია, რომ ამათგან განსხვავებით 2017 წლის აგვისტოში საქართველოში თხევადი აირის იმპორტმა 3.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1.2 ათასი ტონით მეტია ივლისის მაჩვენებელზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here