ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა.

ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მარაბდა-კარწახის 180 კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია-მშენებლობა.

„ამ დროისთვის უკვე შესრულებულია რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობის დაახლოებით 70 პროცენტი, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით პროექტი წელიწადში 5 მლნ ტონა ტვირთბრუნვაზე და 1 მლნ. მგზავრთნაკადზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here