სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ქართული კომპანიებისთვის 10%-მდე შეღავათის სარგებლობის ინიციატივით დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გამოვიდა.

ეკონომიკის სამინისტროში უკვე მზადდება დოკუმენტი, რომელსაც მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

„ჩვენ დიდი ხანია ადგილობრივ ბიზნეს ვპირდებით შეღავათებს. დღეს უკვე საკანონმდებლო ჩარჩო მზად არის. პროდუქტი, რომელიც წარმოებული იქნება საქართველოში, მას ექნება სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათები.“ – განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ინიციატივა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს დღეს გააცნო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here