ბრიუსელში 16 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით უმანქანო კვირეული იმართება.

ადგილობრივი მედიის ცნობით ღონისძიების ფარგლებში რეგიონი 9.30-დამ 19.00 საათამდე გადაიკეტება. ბრიუსელში მოგზაურობისათვის განკუთვნილი მანქანების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 30 კმ/სთ.

ბელგიის დედაქალაქში უამრავი ღონისძიება ჩატარდება. ფესტივალი ბრიუსელი-შაპტერის სამეფო პარკში ოჯახურ მოვლენებს, კონცერტებს და ხელნაკეთობების მწარმოებლებს უმასპინძლებს . ასევე დაგეგმილია „პირველი ურბანული ველოსიპედ შოუ“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში 16-დან 22 სექტმებრის ჩათვლით საზოგადოებრივი ტრანსფორტი უფასო იქნება.

უმანქანო კვირეულის მიზანი საზოგადოებისთვის ნავთობის კრიზისის ცნობიერების ამაღლებაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here