უკრაინის გენერალურმა მდივანმა იური ლუტენკომ განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ დააპატიმრებენ.

“როგორც გენერალური პროკურორი, მე ვაცხადებ, რომ სააკაშვილს არ დააპატიმრებენ, სააკაშვილის ექსტრადაცია არ შეიძლება ამ ქვეყნიდან, მანამ სანამ მას არა აქვს საცხოვრებელი ნებართვა ან სხვა დოკუმენტი.” – განაცხადა ლუტენკომ.

მედიასთან საუბრისას გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ დაისჯება ყველა ის პირი ვინც უკრაინა-პოლონეთის საზღვართან წესრიგს არღვევდა.

შეგახსენებთ, რომ ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა 10 სექტემბერს მხარდამჭერებთან ერთად უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე არსებული ცოცხალი კორდონის გარღვევის შემდეგ შეაღწია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here