21 ოქტომბერს საქართველოს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნების, არსებული რეალობისა და ქვეყნის პოლიტიკური გეზის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორს კორნელი კაკაჩიას.

როგორ შეაფასებდით 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს?

საერთო სურათს თუ შევხედავთ, არჩევნები შედგა, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც ადასტურებენ. თუმცა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამკვირვებლების თქმით, იყო გარკვეული სახის დარღვევები, განსაკუთრებით ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებასთან  დაკავშირებით.

ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, უარი ეთქვა საბჭოთა პრაქტიკაზე, რომელიც საჯარო მოხელეების, ბაღისა თუ სკოლის პედაგოგების და ა.შ. წინასაარჩევნო პერიოდში თავის სასარგებლოდ გამოყენებას გულისხმობს. რადგან პარტიები საკუთარი მომხრეების მობილიზებას ჩვეულებრივი, კლასიკური სახით ვერ ახერხებენ, ისინი იძულებულნი არიან ასეთ მეთოდებს მიმართონ.

როგორ შეაფასებდით დღევანდელ ოპოზიციას?

ოპოზიცია ძველ ტრადიციას აგრძელებს და ძალიან სუსტი, არაორგანიზებული და დაქსაქსულია, არ აქვს საერთო პლატფორმა თუ ხედვა. ოპოზიციური პარტიები ხშირად ერთმანეთსაც უპირისპირდებიან, იმის მაგივრად რომ ითანამშრომლონ და იმ საკითხებზე მაინც ჰქონდეთ კონსენსუსი, რომლებზეც რეალურად თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების წარმატების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ სუსტი ოპოზიციაა. ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა, იმ იდეებისა და ალტერნატივების არარსებობაა, რომლებიც მათ საზოგადოებას, საპასუხო მხარდაჭერის მისაღებად უნდა შესთავაზონ.

კორნელი კაკაჩიასთან ინტერვიუ სრული სახით დაიბეჭდა OBSERVER-ის 30 ოქტომბრის ნომერში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here