კატალონიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა

0
112

27 ოქტომბერს კატალონიის პარლამენტმა ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ოპოზიციამ კენჭისყრის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება  დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ, 70 ხმით 10–ის წინააღმდეგ მიიღეს. ამ პროცესის პარალელურად, მადრიდში, ესპანეთის პარლამენტის სენატმა აღმასრულებელ ხელისუფლებას, კატალონიის პირდაპირი მართვის უფლება მისცა. აღნიშნული ოფიციალურ მადრიდს საშუალებას მისცემს კატალონიის ფინანსები, პოლიცია, საზოგადოეობრივი მაუწყებელი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს. ესპანეთის პრემიერმა უკვე დაითხოვა კატალონიის პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს მსოფლიოს ყველა გავლენიანი სახელმწიფო, მათ შორის აშშ და ჩინეთი. ევროკავშირი აცხადებს, რომ კატალონიაში მიმდინარე პროცესები, ესპანეთის შიდა საქმეა და თავს იკავებს კრიზისში ჩართვისგან. რაც შეეხება რუსეთს, ვლადიმირ პუტინმა ვალდაის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კატალონიის კრიზისი, ესპანეთის კონსტიტუციისა და საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით უნდა მოგვარდეს. პუტინმა ევროპას 2008 წელს კოსოვოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით  მიღებული გადაწყვეტილება შეახსენა: „ევროპას თავის დროზე უნდა ეფიქრა, იმ ისტორიული წინააღმდეგობების შესახებ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მათ ტერიტორიაზე არსებობდა“. აღსანიშნავია, რომ ესპანეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას დღესაც არ სცნობს. რაც შეეხება კატალონიის აღიარებას, დიდი ალბათობით მას მხოლოდ რუსეთის სატელიტი თვითაღიარებული რესპუბლიკები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები) დაუჭერენ მხარს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ესპანეთის სამეფოს მეფეს, ფილიპე VI-სა და პრემიერ–მინისტრს, მარიანო რახოის წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here