ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, კიდევ ერთხელ, საგრძნობლად გაუფასურდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტსა და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანს, ალექსანდრე რაქვიაშვილს გავესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ლარის გაუფასურების მიზეზი?

გაუფასურების მიზეზი ზუსტად არავინ იცის. თეორიულად, მხოლოდ სრულყოფილი სტატისტიკის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ზოგადად, ეროვნული ბანკის რიგი საქმიანობები,  ლარის ბეჭდვა, სულ უფრო და უფრო ზრდის ლარის რაოდენობას, რაც იწვევს ლარის გაუფასურებასა და პროდუქტებზე ფასების შესაბამის ზრდას.

როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ქვეყანაში უფრო სტაბილური ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გაზრდილი კურსი ყოველთვის არ მეტყველებს ქვეყანაში მდგომარეობის გაუარესებაზე. შეიძლება საქართველო გახდეს 10-ჯერ უფრო მდიდარი, თუმცა ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3 ან თუნდაც 5 ერთეულზე მეტიც იყოს.

ტელევიზიაში ხშირად ვისმენთ ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განცხადებას: „ჩვენ ვებრძვით ინფლაციას“. რეალურად კი ლარის გაუფასურებასა და შესაბამისად ფასების მატებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ეროვნულ ბანკს ეკისრება. ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ლარის კურსის შესანარჩუნებლად, არის მისი ბეჭდვის შეწყვეტა.

 

ალექსანდრე რაქვიაშვილთან ინტერვიუ სრული სახით დაიბეჭდა OBSERVER-ის 30 ოქტომბრის ნომერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here