ესპანური პრესის ინფორმაციით კატალონიაში ესპანეთიდან გამოყოფის მოთხოვნით რეფერენდუმი დაიწყო.

ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნით, პლებისციტის ჩატარებას მკაცრად ეწინააღმდეგება მადრიდი.

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა.

მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობამ რეფერენდუმის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.

კატალონიაში 7 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუ უმრავლესობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა, მაშინ ესპანეთის ავტონომიური რეგიონი, შესაძლოა, ესპანეთის შემადგენლობიდან გამოვიდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here