თბილისის მერობის შვიდმა კანდიდატმა   ტელეკომპანია იმედის ეთერში მოსახლეობის მიერ დასახელებულ ყველაზე პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

გადაცემაში მონაწილეობა არ მიუღია “ლეიბორისტური პარტიის” მერობის კანდიდატს გიორგი გუგავას. ტელეკომპანიის განცხადებით, ამის  მიზეზი გიორგი გუგავას გამონათქვამები გახდა.

 

საცობი

ალეკო ელისაშვილი : (დამოუკიდებელი კანდიდატი)  ეფექტური, მოქნილი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემის შექმნა.

 

ელენე ხოშტარია: (ევროპული საქართველო) საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის მოწყობა,  800 ახალი ავტობუსი, ტრანვაი და საბაგირო სისტემის გაყვანა.

 

კახა კუკავა: (დემოკრატიული მოძრაობა დამოუკიდებელი საქართველო)  მიკროავტობუსების ავტობუსებით ჩანაცვლება.

 

ზაალ უდუმაშვილი: (ნაციონალური მოძრაობა) ინფრასტრუქტურული პროექტები , ახალი გზისა და მაგისტრალების მშენებლობა და სატრანსპორტო გეგმის შემუშავება.

 

ირმა ინაშვილი:  (პატრიოტთა ალიანსი)  სპეციალისტების შეკრება, თაღოვანი ტროტუარების გაკეთება და გზების გაფართოება.

 

გიორგი ვაშაძე:  (ერთობა ახალი საქართველო)  ელექტრო ავტობუსების შემოყვანა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა.

 

კახა კალაძე : (ქართული ოცნება)  ტრანსპორტის განვითარება, ესტაკადების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა და გზების გაფართოება.

 

პარკინგი

 

ალეკო ელისაშვილი:  საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და სითი პარკის პრობლემის მოგვარება.

 

ელენე ხოშტარია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა.

 

კახა კუკავა: სითი პარკის ნაცვლად ახალი კომპანიის შემოყვანა და პარკირების ახალი სისტემების შემოტანა.

 

ზაალ უდუმაშვილი: ახალი საპარკინგე ადგილების შექმნა.

 

ირმა ინაშვილი: მიწისქვეშა პარკინიგის განვითარება.

 

გიორგი ვაშაძე:  კარგი მენეჯმეტი, არსებულ კომპანიებთან (სითი პარკი) მოლაპარაკებები.

 

კახა კალაძე:  მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა.

 

ეკოლოგია

 

ალეკო ელისაშვილი: გაოთხმაგებული გამწვანება.

 

ელენე ხოშტარია: მშენებლობების პრობლემის გადაწყვეტა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება და მწვანე საფარის პრობლემის გადაჭრა.

 

კახა კუკავა:  მანქანების ტექ. დათვალიერება, 20 მილიონი ლარის გამოყოფა და ელექტრო მანქანების შემოყვანა.

 

ზაალ უდუმაშვილი:  საცობების პრობლემის გადაწყვეტა, გამწვანება და რეკრეაციული ზონების შექმნა.

 

ირმა ინაშვილი:  ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების პროპაგანდა და პოპულარიზაცია.

 

გიორგი ვაშაძე: ელექტრო ტაქსებისა და მანქანების შემოყვანა.  გერმანული მოდელის მწვანე ინსტალაცის შემოტანა, რომელიც მისი თქმით 250 ხის მიერ გამოყოფილ ჟანგბადს უდრის.

 

კახა კალაძე: 1400-მდე მცირე პარკისა  და 12 დიდი პარკის რეაბილიტაცია. თბილისის დენდროლოგიური პარკის აღდგენა და მოწყობა.

 

ურბანული პოლიტიკა

 

ალეკო ელისაშვილი: სამშენებლო წესების გამკაცრება.

 

ელენე ხოშტარია:  მშენებლობის დროს მწვანე საფარის, ტრანსპორტისა და გამტარუნარიანობის საკითხის განხილვა და ავარიული სახლების რეაბილიტაცია.

 

კახა კუკავა: მასშტაბური მშენებლობების შემცირება და სასწავლო დაწესებულებების კერძოდ უნივერსიტეტების  ქალაქიდან გატანა.

 

ზაალ უდუმაშვილი: სამშენებლო ნორმების გამკაცრება და თბილისის მთავარი არქიტექტორის დანიშვნა.

 

ირმა ინაშვილი: რუსთავის მიმართულებით ეკოლოგიური კვარტლების აშენება.

 

გიორგი ვაშაძე: რამდენიმე არქიტექტურული ასოციაციების ჩამოყალიბება, ცენტრში მშენებლობების აკრძალვა , ნებართვების გაცემის აკრძალვა და ახალი სამშენებლო არტერიების შექმნა.

 

კახა კალაძე:  მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და მშენებლობების ნებართვების გაცემის აკრძალვა.

 

რა გამოცდილებით მოდიან მერობის კანდიდატები თბილისის მერის პოსტზე?

 

ალეკო ელისაშვილი: „მე ვიყავი 2006 წლიდან თბილისის ამქრის თავჯდომარე, დღეს ეს ორგანიზაცია არის ყველაზე  გავლენიანი ორგანიზაცია. ამის შემდეგ ვიყავი ჟურნალისტი  შეწყალების კომისიის წევრი და საკრებულოს წევრი.“

 

ელენე ხოშტარია: „მაქვს, როგორც სახელმწიფო სტუქტურაში ასევე საერთაშორისო მიმართულების მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება.“

 

ზაალ უდუმაშვილი: „გარდა იმისა, რომ მე 25 წლის განმავლობაში ვიყავი ჟურნალისტი, მე ვიყავი კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის მენეჯერი.“

 

ირმა ინაშვილი: „მე ვიყავი სააკაშვილის რეჟიმის დროს დევნილი ჟურნალისტი.“

 

გიორგი ვაშაძე: „ჩემი განათლება არის სახელმწიფო მართვა. იუსტიციის სახლში ავაწყვეთ მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვის.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here