CNN-ის ინფორმაციით ლას-ვეგასში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთ უმსხვილეს კაზინოსთან, Mandalay Bay-ს წინ ცეცხლი გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა და 200-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულთა შორისაა ერთ-ერთი ქართველი, რომელიც ჭყლეტაში მოყვა.

“კაცი, რამდენიმე წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად უწყვეტად ისროდა ადამიანების მიმართულებით, რომლებიც სასტუმროდან რამდენიმე ასეულ მეტრში ქანთრის ფესტივალზე Route 91 Harvest-ზე იყვნენ შეკრებილნი.” – განაცხადეს თვითმხილველებმა.

ლას-ვეგასის პოლიციის ინფორმაციით თავდამსხმელი ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here