გამოცემა “ინტერფაქსი” -ს ცნობით სირიაში რუსეთის ბომბდამშენი Су-24 ასაფრენ ბილიკს გადაცდა და ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს და დაიღუპნენ.

რუსული მხარე თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ Су-24-ის ტიპის ბომბდამშენი, რომელსაც რუსეთი სირიაში აქტიურად იყენებს უკვე მესამედ ჩამოვარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here