თბილისის საკრებულოს შენობის წინ ნაციონალურმა  მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ  საპროტესტო აქცია გამართეს.

ოპოზიციური ძალები  პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ და საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდნენ. თუმცა სამართალდამცავებმა ისინი საკრებულოს შენობაში  არ შეუშვეს.

“საპროტესტო აქციები გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. 100 000 ადამიანის არგუმენტირებული პროტესტი როდესაც ისმის რუსთაველის გამზირიდან, უახლოესმა წარსულმაც გვაჩვენა, რა ხდება ამ დროს. ხელისუფლება მაშინ თუ შეიცვალა ახლაც შეიცვლება.“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით საკრებულოს სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი ნადირაძე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გააძევეს. რის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და სამართალდამცავებმა ნაციონალური მოძრაობის 4 წევრი დააპატიმრეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს თაბორის და პუშკინის პროექტებს მხარი საკრებულოს 31-მა წევრმა დაუჭირა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here