გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უკან, მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით შენიშვნები 6 პუნქტისგან შედგება. 4 მათგანში მმართველი პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ ცვლილებებს შეიტანს. დანარჩენ ორს რაც შეეხება, ის პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებზე ამოქმედებას და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი საკანონმდებლო ორგანომ მე-3 მოსმენით 26 სექტემბერს, 117 ხმით მიიღო და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here