საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 47-ე ადგილზე იყო, თუმცა ევრობასკეტზე ლიტვისა და ისრაელის დამარცხებამ, ასევე მოსამზადებელ მატჩებში ევროპის გრანდების – საბერძნეთის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის ძლევამ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური სარეიტინგო ქულები მოუტანა და საქართველომ რეიტინგის მოწინავე გუნდებს შორის უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა.

რეიტინგს აშშ-ს ნაკრები ლიდერობს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, სერბეთი და საფრანგეთი. მე-6 ადგილზეა ლიტვის ეროვნული გუნდი, რომელსაც საქართველომ ევრობასკეტზე მოუგო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here