ანტალიაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდეს 88-ე კონგრესზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს, ნინო ბაციაშვილს ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

 

ქართული ჭადრაკის ისტორიაში, ნინო მეხუთე ქალია (ნონა გაფრინდაშვილის, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ძაგნიძის და ბელა ხოტენაშვილის შემდეგ), ვისაც ვაჟთა შორის უმაღლესი საჭადრაკო წოდება გადასცეს.

 

აღნიშნულ ტურნირში ბაციაშვილის მეტოქეების უმრავლესობა მსოფლიოს წამყვანი მამაკაცი მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა წინააღმდეგაც ნინომ უმაღლესი დონის თამაში აჩვენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here