ავიაკომპანია Wizz air-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს.

ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

,,ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizz air – თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითაების მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ეკომონიკის სამინისტროს ცნობით რომის, პარიზის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizz air-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here