სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 % მეტია.

,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმა დადებითმა ტენდენციებმა.“ – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ  დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here