გავლენიანი ონლაინგაზეთის ჟურნალისტი სტეფან რაბიმოვი საქართველოს მარგალიტს ადარებს და ადგილზე მიღებულ შთაბეჭდილებებს სტატიაში აზიარებს:

„რატომ უნდა წახვიდე იტალიაში, როდესაც იტალიურ კერძებს სახლშიც დააგემოვნებ? თუმცა არსებობს ისეთი ადგილი, რომელიც სრულიად განსხვავებულია. ჩურჩხელა და ხაჭაპური, თუ თქვენ ეს სიტყვები პირველად გესმით, მაშინ არაფერი იცით საქართველოს შესახებ. არა, ეს ატმების შტატი ჯორჯია არ გეგონოთ, ეს კავკასიის სახელმწიფოა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს.“ – წერს სტეფან რაბიმოვი.

სტატიის ბოლოს სტეფან რაბიმოვი საქართველოს დედაქალაქის თანამედროვე ცხოვრებას, თბილისის მოდის კვირეულს და კლუბურ გართობას აღწერს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here