ქუთაისში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის ნაკრები მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა.

ჩვენებურებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს, თუმცა შეხვედრის 24-ე წუთზე ბელარუსელმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა 0:1. გოლის გატანიდან 11 წუთში ქართველმა შემტევმა და ეროვნული ლიგის ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრის მე-2 ტაიმში ვლადიმერ ვაისმა ცვლილებები განახორციელა და შეცვლაზე შემოსულმა ლაშა დვალმა ჯვაროსნები დააწინაურა 2:1. შეხვედრის 66-ე წუთზე სტუმართა რიგებში თავი ნიხაჩიკმა იჩინა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირა.

ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ამ შეხვედრით 2017 წელს ჩასატარებელი მატჩები დაასრულეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here