მსოფლიო ბანკის Doing Business 2018  წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

წინა წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველომ გადაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა შვედეთი, მაკედონია, ესტონეთი, ფინეთი, ავსტრალია, ტაივანი (ჩინეთი), ლატვია.

რაც შეეხება ბიზნესის დაწყების ინდიკატორს, Doing Business-ის გუნდმა აღიარა, რომ საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციას ჭირდება სულ 2 პროცედურა – კომპანიის რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია.

DB 2018 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ახალი ზელანდია
  2. სინგაპური
  3. დანია
  4. კორეა
  5. ჰონგ-კონგი, ჩინეთი
  6. აშშ
  7. დიდი ბრიტანეთი
  8. ნორვეგია
  9. საქართველო
  10. შვედეთი

შეგახსენებთ, რომ Doing Business პროექტი 2002 წელს შეიქმნა და სხვადასხვა ბიზნეს გარემოს შესწავლისა და შედარების შედეგად  ეკონომიკებს უფრო ეფექტური  ბიზნეს რეგულაციების შემუშავებისაკენ უბიძგებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here