სამხრეთ კორეაში ოფიციალური ვიზით მყოფი აშშ–ს პრეზიდენტი ტრამპი ფხენიანს აფრთხილებს და მოუწოდებს შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების განვითარება. სამხრეთ კორეის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტრამპა მანაცხადა:

“ჩვენი სახელმწიფოები მოკავშირეები ომის მძიმე განსაცდელის ჟამს გახდნენ, თუმცა მან ისტორიის გამოცდას გაუძლო და გაძლიერდა. აშშ–ს ადმინისტრაცია ხელახლა ქმნის თავის სამხედრო პოტენციალს და ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ახალი და მსოფლიოში საუკეთესი სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად.

მე მინდა მშვიდობა ძლიერების წყალობით.

რეჟიმმა [ჩრდილოეთ კორეამ] აშშ–ს წარსული თავშეკავება სისუსტედ შეაფასა. თუმცა ეს მათი სასიკვდილო შეცდომაა.

ახლა აშშ–ს სრულიად განსხვავებული ადმინისტრაცია ჰყავს. სათანადოდ შეგვაფასეთ და ნუ ცდით ჩვენს მოთმინებას – დღეს იმედი მაქვს ამ სიტყვებს ვამბობ, არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფოების, არამედ მთელი ცივილიზებული ერების სახელით“.

ტრამპმა აზიური ტურნე იაპონიაში 5 ნოემბერს დაიწყო, სამხრეთ კორეის შემდეგ ის ჩინეთს, ვიეტნამსა და ფილიპინებს ეწვევა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here