საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს.

ცვლილებები განხორციელდა სამწვრთნელო შტაბში. გასული ევრობასკეტის შემდეგ ამოწურული კონტრაქტები არ გაუხანგრძლივდათ მთავარი მწვრთნელის ასისტენტებს – იურიცა გოლემაცს, ირაკლი ხოშტარიას და კოტე ტუღუშს. ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით მათი ადგილები დაიკავეს „ოლიმპის“ მწვრთნელმა, დავით როგავამ და ბერძენმა სპეციალისტმა გეორგიოს ლიმნიატისმა.

შეგახსენებთ, შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც ასპარეზობს. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო მატჩები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here