იტალიის დედაქალაქ რომში პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობა ჩატარდა, სადაც ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა ტაილანდელ სპორტსმენს ფინალში  15-10 მოუგო და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

„ობსერვერის“  სტუმარი ეტლით მოსარგებლეთა მსოფლიოს ჩემპიონი ირმა ხეცურიანია.

 

მცირე   დროში  საკმაოდ  ბევრი  გამარჯვება მოიპოვეთ. როგორ  მიაღწიეთ  სეთ  შედეგს  და რამდენად რთული იყო ამ გზის გავლა?

გზა, რომელიც მე გავიარე საკმაოდ რთული იყო, რადგან სპორტთან მანამდე არანაირი შეხება არ მქონია. 27 წლის ასაკში, როცა პირველ ნაბიჯებს დგამ სპორტში, არ არის ადვილი უცბად მიაღწიო წარმატებას, მაგრამ მე მქონდა უზარმაზარი სურვილი, რაც მიუხედავად ყველაფრისა არასოდეს გამნელებია.   მე და ჩემს გუნდს  არცერთი დღე არ დაგვისვენია.  გუნდის წევრები მუდამ მხარში მიდგანან, მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობ. ჩვენ ერთად ვაღწევთ წარმატებებს.

როგორც თქვენ ამბობთ, 18 წლის ასაკში ეტლს დაუმეგობრდით…

ცხოვრება არ ქვია იმ პერიოდს.  იყო მძიმე დღეები, თუმცა არ მინდა ცუდი გავიხსენო. 18 წლის ვიყავი, როდესაც ეტლს დავუმეგობრდი, თუმცა ერთი პლიუსი ამასაც ჰქონია. ამ ყველაფრის შემდეგ ბრძოლისუნარიანი გავხდი. წლების მანძილზე თანდათან ვეჩვეოდი არსებულ სიტუაციას. ცხოვრების ახალ წესს.  იყო ბევრი გაურკვევლობა, ნერვიულობა, სტრესი და ყველაზე უარესი კი ის, რომ ჩემს ოჯახს ატყდებოდა ყველაფერი თავს.  ახლა იმ დღეებს რომ ვიხსენებ  მეღიმება, რადგან ვხვდები, რომ ადამიანი ყველაფერს ეგუება. ის დროსთან ერთად იცვლება…

 

სტატია სრული სახით დაიბეჭდა OBSERVER-ის 13 ნოემბრის  ნომერში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here