თბილისის ახლად არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მოსახლეობას მოადგილეების კანდიდატურები გააცნო.

თბილისის ვიცე–მერის პოსტს ირაკლი ხმალაძე ჩაიბარებს. ის ენერგეტიკის სამინისტროში 2008 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2013 წლიდან იყო მინისტრის მოადგილე. 2011 წლიდან ის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) ლექტორია.

მაია ბითაძე – გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა 2014 წლიდან. მანამდე ამავე უწყებაში იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის ასოცირებული პროფესორია.

ილია ელოშვილი – ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებს. მას შემდეგ, რაც უწყება  ეკონომიკის სამინისტროს შეერწყმება იგი თბილისის მერის გუნდს შემოუერთდება.

ირაკლი ბენდელიანი – მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. დღემდე იკავებდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას.

გიგა ნიკოლეიშვილი – ამჟამად მერის მოადგილეა. ის ერთადერთია ნარმანიას მოადგილეებს შორის, რომელიც თანამდებობაზე რჩება.

წარდგენილი კანდიდატები საკრებულომ თანამდებობაზე უნდა დაამტკიცოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here